პაატა ზაქარეიშვილი: კახეთის ღვინო არ უნდა ვაქციოთ ჩვენ აფხაზების მძევლად
ჩვენ არ უნდა ვაქციოთ კახეთი, სამეგრელო და სხვა რეგიონები აფხაზეთის მძევლად, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა გამართლებულია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ უნდა შეეწიროს ნომერ პირველ პრობლემას.
“გაამართლა, რომ ჩვენ არ ვაქციეთ კახეთი, სამეგრელო და სხვა რეგიონები აფხაზეთის მძევლად. კახეთის ღვინო არ უნდა ვაქციოთ ჩვენ აფხაზების მძევლად. ჩვენ ეს მოვახერხეთ და არ ვაპირებთ უკან დახევას, არ შეიძლება. რიგში მდგარი სხვა პრობლემები არ უნდა შეეწიროს ამ ნომერ პირველ პრობლემას,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.