“ჩვენ რუსეთს ყოველგვარი გაბრძოლების გარეშე ვაბარებთ იმას, რაზეც უკვე ხელი ჩაქნეული ჰქონდა”
ჩვენ რუსეთს ყოველგვარი გაბრძოლების გარეშე ვაბარებთ იმას, რაზეც უკვე ხელი ჩაქნეული ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი2”-ის გადაცემა “არჩევანში” ნიუ-იორკიდან ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წელს ომში მოდიოდა 100 ათასიანი არმია თბილისზე.
“ვინმეს სჯერა, რომ 100 ათასი კაცი ლიახვის ხეობის აღებას აპირებდა?! უკრაინაში მთელ სამხრეთში ჰყავთ 7 500 კაცი შეყვანილი, 100 ათასი კაცი მოდიოდა საქართველოს დასაპყრობად. ის, რომ რიგი დადგა მსოფლიო ლიდერების, მერკელი, სარკოზი. ის, რომ ქართველი ხალხი გამოვიდა და მეხუთე კოლონა ჩაწვა, ამან გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა და დღეს ჩვენ რუსეთს ყოველგვარი გაბრძოლების გარეშე ვაბარებთ რუსეთს იმას, რაზეც უკვე ხელი ჩაქნეული ჰქონდა. დღეს სულ სხვა სიტუაციაში ვართ, დღეს თბილისში არის ქეთი დოლიძე, რომელიც ამათი მთავარი სპიკერია, დღეს არის ვოლსკი, ჩვეულებრივი ფორმიანი ჩეკისტი, რომელიც მართავს საქართველოს პარლამენტს. გამზადებული მეხუთე კოლონა გვაქვს თბილისში. საქართველოს ჯარი სისხლისგან იცლება, თუნდაც ბოლო მოვლენებმა კარგად გვაჩვენა რას უკეთებენ”, – განაცხადა სააკაშვილმა.