მიხეილ სააკაშვილი: ეს არის ფაქტობრივი ანექსია

ეს არის ფაქტობრივი ანექსია, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ე.წ. დოკუმენტის გაფორმებას. როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რუსეთი იმაზე შორს წავიდა, ვიდრე 2008 წელს.
„რუსეთი წავიდა წარმოუდგენლად უფრო შორს, ვიდრე 2008 წელს, როცა აღიარა ეს ტერიტორიები ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. მაშინ ჩვენი დიდი ძალისხმევის შედგეად ეს არავინ არ აღიარა. მე მინდა ყველა დავფიქრდეთ ამ ძალიან კრიტიკულ ისტორიულ მომენტზე, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ, ქართველმა ხალხმა, საქართველოს დღვენადელმა ივანიშვილის ხელისუფლებამ.
მინდა ყველას ვუთხრა რატომ დავდივარ კიევში. მე ჩემს გუნდთან ერთად ვეხმარები ჩემს მეგობრებს  პრეზიდენტ პოროშენკოს, არსენ იაცენუკს და ბევრ სხვას იმიტომ, რომ ამოვდივარ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან. მე დავდივარ იქ იმიტომ, რომ უკრაინამ ჩვენი თემა 2008 წლის თემა, 90-იანი წლების აფხაზეთის თემა და ცხინვალის თემა გახადა ბევრად უფრო გასაგები დასავლეთისთვის.
მე დავდივარ უკრაინაში იმიტომ, რომ ყველას ვუთხრა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის იგივე რაც დონბასი და ყირიმი, მაგრამ მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მე არ ვარ საქართველოს მოქმედი ხელისუფალი. გამოვდივარ და ვიძახი, რომ ეს არის ერთიდაიგივე, რათა მოგვაქციონ ყურადღება და მეორე დღეს გამოდის ფორმალური, უთავმოყვარეო მთავრობის თავმჯდომარე და იძახის, რომ ეს არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან, საერთოდ სხვა არის აფხაზეთი და საერთოდ სხვა არის ყირიმი, საერთოდ სხვა არის ცხინვალი და სხვა არის დონბასი, ამას ეუბნება ყველას, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას. რა თქმა უნდა მოქმედ ხელისუფლებას დაუჯერებენ.
რამდენიმე ამერიკელ ჟურნალიტს ველაპარაკე დღეს, სად არიან საქართველოს მთავრობის წევრები?! მაინც გამოვიდა რომელიმე ტელერახზე, სამარცხვინოდ აქვთ თავი ჩამარხული. მე ვამბობდი, რომ საქრთველოს ტერიტორია ოკუპირებულია, ივანიშვილი ამბობდა საქართველომ დაიწყო ომი, მე ვამბობდი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მაქსიმალურად შევაწუხოთ, ივანიშვილი ამბობდა, რომ ჩვენ დასავლეთისთვის პრობლემა არ უნდა გავხდეთ. ისინი ამბობენ, რომ მათ აქვთ უნიკალური მიდგომა რუსეთთან მიმართებაში და არ გავაკეთებთ იმას, რასაც უკრაინა აკეთებს, ეს გამოიხატება იმაში, რომ დასავლეთს არ ჩარევს რუსეთთან ურთიერთობაში. მე ვსვამ კითხვას – ივანიშვილის ზვიგენი, რომ არის დიდი აკვარიუმში, თავის შვილებს ჩაყრის, თვითონ ჩაუხტება და ღამეს გაატარებს მასთან ერთად აუზში?! იგივე ზვიგენია რუსეთი. შევარდნაძესთან ერთად ვცურავდით ჩვენ ამ აკვარიუმში და ხან ერთი და ხან მეორე ნაწილი მოგვაჭამეს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები