ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით იურიდიულ კომიტეტზე ვერც ერთი პროექტი ვერ გავიდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით ვერც ერთი პროექტი ვერ გავიდა. კენჭისყრის შედეგად ხმები თანაბრად გადანაწილდა.
ვახტანგ ხმალაძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პროექტს მხარი ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა. ამავე რაოდენობის დეპუტატმა მისცა ხმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ წარდგენილ პროექტს.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით კი, მხარდაჭერილად ის პროექტი ითვლება, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ექნება. ამ შემთხვევაში საჭირო იყო სულ მცირე 5 ხმის დაფიქსირება რომელიმე პროექტის სასარგებლოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები