აფხაზეთის საკითხის განხილვა პარლამენტში დარბაზის უქონლობის გამო მოგვიანებით და სხვა დარბაზში დაიწყო
აფხაზეთის საკითხის განხილვა პარლამენტში დარბაზის უქონლობის გამო მოგვიანებით და სხვა დარბაზში დაიწყო. დარბაზში, სადაც ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, პარლამენტის “ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის” სხდომა მიმდინარეობს. რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმებაზე პარლამენტს დღეს 18:30-ზე უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომის მონაწილეები ნახევარ საათზე მეტ ხანს დერეფანში ელოდებოდნენ დარბაზის გათავისუფლებას. საკმაოხნიანი ლოდინის შემდეგ კი სხდომა სხვა დარბაზში დაიწყო.
საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც, რომლებიც დღევანდელ განხილვას ესწრებიან. საპარლამენტო უმცირესობას დეპუტატი გიორგი კანდელაკი და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი წარმოადგენენ.