ირაკლი კაკაბაძე: თამარ მეფის ქვეყანაში ქალების როლი გაიზარდოს პოლიტიკაში!

უსამართლობას ვერ შევეგუები ვერასდროს, – ამბობს პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმაურება. ირაკლი კაკაბაძე ხელისუფლებაში ქალთა როლის გაზრდას ითხოვს. პუბლიცისტი ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ თამარ მეფის ქვეყანაში პოლიტიკაში ქალების როლი უნდა გაიზარდოს.
„ჩემო საყვარელო ხალხო, მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ისედაც მუდმივად წასული ვარ და ამ ქვეყანაში ვაპირებ სიკვდილს. და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ასეც იქნება. მე უბრალოდ უსამართლობას ვერ შევეგუები ვერსადროს. ვერ შევეგუები იმ ფაქტს, რომ ქვეყანას მართავდნენ იარაღის გამყიდველები, ნარკოტიკების გადამყიდველები და ტრეფიკინგის ორგანიზატორები. მართალია, ეს ხშირად ხდება ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ეს მიუღებელია ყველა ნორმალური ადამიანისათვის და ყველა ეს ადამიანი ებრძვის ასეთ სისტემას. და ჩვენი მოვალეობაა რომ არ შევეგუოთ ასეთ სისტემას.
მე აგრეთვე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს. აუცილებელია, რომ დაიწყოს ფართო საგანმანათლებლო პროგრამები მთელს ქვეყანაში ამ მხრივ. საჭიროა, რომ ვასწავლიდეთ ოჯახში არაძალადობას და არა ძალადობას. ჩვენთან კი მხოლოდ ძალადობა ისწავლება. და ეს არის კულტურული ძალადობა ჩვენს ქვეყანაში.
აგრეთვე, აუცილებელია, რომ ქალების როლი გაიზარდოს ხელისუფლებაში: ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად საჭიროა შემოვიდეს ქალების 40 ან 50 – პროცენტიანი კვოტა. ქალები მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტია და ისინი ხელისუფლებაში არ არიან წარმოდგენილები მათი რაოდენობის შესაბამისად. აუცილებელია საკანონმდებლო ინიციატივა, რომ თამარ მეფის ქვეყანაში ქალების როლი გაიზარდოს პოლიტიკაში! დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება, რომ ქალები – თამარ მეფის მემკვიდრეები – აღმასრულებელ, ან საკანონმდებლო ხელისუფლებაში წარმოდგენილნი იყვნენ საკუთარი რაოდენობის შესაბამისად. თუ ეს ასე იქნა – ქვეყანაში გაცილებით ნაკლები ძალადობა იქნება.
როგორც ემმა გოლდმანი ამბობდა: თუ შენ ცეკვა არ გინდა, მე არ მინდა შენი რევოლუცია!“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები