“მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ ჩვენი ხმა მაშინ, როდესაც მთავრობა დუმს”
“მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ ჩვენი ხმა მაშინ, როდესაც მთავრობა დუმს, – აღნიშნული განცხადება “ნაციონალური მოძრაობის აქციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, „2 წლის განმავლობაში ვუყურებთ მთავრობას, რომელიც ატყუებს ხალხს, საკუთარ თავსაც და მთელს მსოფლიოსაც“.
“ატყებს, რომ ვითომდაც ჩვენ უერთიერთობების დალაგებით ვართ დაკავებული ოკუპანტთან. ვითომ ჩვენ მათთან ურთიერთობა გავიუმჯობესეთ. ამ დროს კი საქართველოს მავთულხლართებით ანაწილებენ, ადამიანებს იტაცებენ და სურთ, რომ რაღაც ხელშეკრულებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოო ანექსია მოახდინონ. მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ ჩვენი ხმა მაშინ, როდესაც მთავრობა დუმს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თქვენ დღეს აქ ხამამღლა იტყვით – „არას“, – განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ „არა – ანქესიას“, „არა – ოკუპაციას“, „ძირს ის კოლაბორაციონისტული მთავრობა, რომელიც გვატყებს ჩვენ და მთელ საქართველოსაც, რომ არაფერი არ ხდება“.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია – „არა – ანექსიას“ მიმდინარეობს.