პრეზიდენტი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ახალ მინისტრებს აფასებს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ახლადდანიშნული ხელმძღვანელები შეაფასა.
როგორც პრეზიდენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, ის თავდაცვის უწყების ახლლადდანიშნულ მინისტრს მინდია ჯანელიძეს კარგად არ იცნობს, თუმცა იმედოვნებს, რომ ჯანელიძე აღნიშნულ უწყებას ეფექტურად უხელმძღვალებს.
“ბატონ ჯანელიძეს კარგად არ ვიცნობ, სულ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, როცა კრიზისული მოვლენები იყო, მაგრამ ვუსურვებ წარმატებას ძალიან რთულ საქმეში. საქმეში, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ჩემი პირდაპირი ვალდებულებაც არის. მე ძალიან ეფექტური თანამშრომლობის იმედი მაქვს, თუნდაც უშიშროების საბჭოს ფორმატში“, – განაცხდა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება საგარეო უწყების ახალ ხელმძღვანელს, პრეზიდენტის თქმით, ის თამარ ბერუჩაშვილს დიდი ხანია იცნობს. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელად ისეთი გამოცდილი დიპლომატიური კარიერის მქონე პიროვნების დანიშვნა , როგორიც ბერუჩაშვილია, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
“ქალბატონ თამარს დიდი ხანია ვიცნობ და ამის გათვალისწინებით მხოლოდ დადებითი ემოციის გამოხატვა შემიძლია. მას დასავლეთის და ევროკავშირის მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ძალიან გამიხარდა, როცა ის ამ პოსტს დასთანხმდა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.