თამარ ბერუჩაშვილსა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილსა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაზიზ კამილოვს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრებმა საუბრის დროს განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ასპექტები და სხვა აქტუალური საკითხები. 2015 წლის აპრილისთვის იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში. განხილული იქნა ამ ვიზიტთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები