15 ნოემბერს “სახალხო დარბაზი” კონტრაქციას გამართვს

“სახალხო დარბაზი” 15 ნოემბერს, “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით დაგეგმილი აქციის პარალელურად, ანექსიის საწინააღმდეგო მანიფესტაციას გამართავს.
კონტრაქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, 15 ნოემბერს სასტუმრო ივერიის წინ შეიკრიბონ.
„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი 15 ნოემბერს, 2 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, „სასტუმრო ივერიის” წინ, დავუმტკიცებთ მთელ მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველო და ქართველი ერი არის ღირსეული, უძველესი და არავის აღარ მისცემს უფლებას, რომ ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში. დაგვცინონ, ფეხქვეშ გათელონ ჩვენი სარწმუნეობრივი და ეროვნული ღირებულებები. ერი და ბერი საქართველოს სადარაჯოზე!”
“15 ნოემერს ერთიანი ძალისხმევით წერტილი დავუსვათ „ნაცმოძრაობად“ წოდებულ პირსისხლიან ხროვასა და ყველა ქართველთმოძულის პარპაშს საქართველოში. ჩვენ თვითონ აღვასრულოთ სამართლიანობა. დიდება უფალს, დიდება საქართველოს”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები