პრეზიდენტმა – „ორი ბატონის მსახურების“ ქვეტექსტი ჟურნალისტებს განუმარტა

პრეზიდენტის განცხადებით, მას ,,ორი ბატონის მსახურებაში” ყოფილ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ უგულისხმია. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მას საუბარი მხოლოდ პრინციპზე ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაში იყო.
,,ეს ციტატაა ბიბლიიდან. შესაბამისად, იქიდან წამოსულია. ქვეტექსტები არ ყოფილა. როცა ბიბლია იწერებოდა, მაშინ სხვა პოლიტიკური ვითარება იყო. არ შეიძლება ერთდროულად გზაზე მიდიოდე და ხედვებს სხვანაირად ახორციელებდე. სააკაშვილის მაგალითიც მოვიყვანე, რომელიც ევროპისკენ მიდიოდა, მაგრამ არა ევროპული სტანდარტებით”, – განაცხდა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
“ერთი რამ ნათელია- ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ვერ მოვახერხებთ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარაციას და ამავე დროს სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე.
“ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის. გავიხსენოთ, სააკაშვილი ხმამაღლა საუბრობდა დასავლურობაზე, მაგრამ მოინდომა რა დასავლეთისგან შორს მდგარი, არადემოკრატიული სახელმწიფოს შენება, განიცადა კრახი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ახალი ხელისუფლების დემოკრატიული სტანდარტი ბევრად აღემატება ძველს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები