დავით ნარმანია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მმართველობითი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი, დავით ნარმანია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მმართველობითი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ნარმანიამ ევრაზიის ფონდის და CRRC-ის წარმომადგენლებს სტრატეგიული გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, წინასაარჩევნო პროგრამა ღრმა ანალიზის საფუძველზე მომზადდა და სწორედ ეს დოკუმენტი დაედება საფუძვლად სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებს.
დავით ნარმანიამ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლებს პროგრამული ბიუჯეტის მონიტორინგის კუთხით თანამშრომლობა შესთავაზა. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ევრაზიის ფონდი თბილისის მერიას კადრების მომზადებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები