„კახა ბენდუქიძის სახით საქართველომ დიდი მოაზროვნე და პარტნიორი დაკარგა“

კახა ბენდუქიძემ საქართველოს მომავალში საშვილიშვილო ინვესტიცია ჩადო – ასე გამოეხმაურა კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.
ნორლანდი ბენდუქიძის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, სტუდენტებს უსამძიმრებს.
“მთავრობაში მოღვაწეობითა და “ცოდნის ფონდის”, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს სასოფლო უნივერსიტეტის დაარსებით, კახა ბენდუქიძემ საქართველოს მომავალში საშვილიშვილო ინვესტიცია ჩადო. მსოფლიო დონის განათლებამ, რომელიც ხელმისაწვდომია მის უნივერსიტეტებში და მისმა პირადმა ღვაწლმა გააფართოვა ათასობით ქართველი სტუდენტის აკადემიური და პროფესიული ჰორიზონტი და უკვდავყო კახა ბენდუქიძის მსოფლმხედველობა მომავალ თაობებში”, – აღნიშნავს რიჩარდ ნორლანდი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები