საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი კახა ბენდუქიძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
ჯონ ბასი კახა ბენდუქისის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
“ჩვენ ხშირად ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ ჩვენი დისკუსიები და დებატები ყოველთვის ფაქტებს ეყრნობოდა. ისინი ორიენტირებული იყო ერთი ფუნდამენტური კითხვის გარშემო, თუ როგორ შეეძლოთ საქართველოსა და ქართველ ხალხზე მზრუნველ ადამიანებს დახმარება, რათა საქართველოს ყოველ მოქალაქეს ჰქონოდა საკუთარი მომავლის თავისუფლად არჩევის საშუალება”, – წერს ჯონ ბასი.
შეგახსენებთ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ბენდუქიძეს გულის ოპერაცია შვეიცარიაში გაუკეთეს, 3 სტენდი ჩაუდგეს, მოგვიანებით, კი ინგლისში გადაიყვანეს. ის სწორედ ლონდონში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები