„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წარმომადგენელი შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას 15 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, კონსულტაციები შსს-ს წარმომადგენლებთან გაიმართება, სადაც აქციის გამართვის დეტალები შეთანხმდება.
„შევათანხმებთ, რომელი ქუჩებიდან იქნება ადამიანების დინება. ასევე, როგორ წარიმართება მსვლელობა რუსთაველზე, სად შეიკრიბებიან ადამიანები და ა.შ. ასევე ვაპირებთ, გადავცეთ კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცუდად იქცევა შს სამინისტრო რეგიონებში, კერძოდ, აშინებენ სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლებს, რომ მათ დემონსტრაციაზე დასწრების მსურველები არ წამოიყვანონ რეგიონებიდან”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები