„რეპორტიორის“ სკანდალური აუდიოჩანაწერები ჟურნალისტების გადაბირების შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა “რეპირტიორის“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა და ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომელთა მხრიდანაც ტელეიმედის გადაცემა “დროების“ ჟურნალისტების შანტაჟი და გადაბირების მცდელობა ხდებოდა. მამაცაშვილმა აუდიომასალა მედიასაშუალებებს გადასცა. “კვირა“ აღნიშნულ ჩანაწერებს გთავაზობთ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=lf3qSvZ11jc” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=2UQwE11Mr3s” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=OhpW4A3bNS0″ width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=poTxixxo1Fc” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=BxDTj3IjAXA” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=jheicfGduH4″ width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=g78PATSf6WU&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=TobfG4NzzjQ” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=GwarxxrdN9c” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=RxzwUALs-X0″ width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Il6zKZa9pwY” width=”560″ height=”315″]

ექვსმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია “იმედი” 2007 წლის დეკემბერში დატოვა. ჟურნალისტების მიუღებელი აღმოჩნდა ამ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური საქმიანობა. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა 26 დეკემბერს, ღია ცის ქვეშ, პრესკონფერენცია გამართეს და კოლეგებს თავიანთი განცხადების ტექსტი გააცნეს.
“სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი არხის დამფუძნებელი, პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მთავარო მოქმედი პირია, ჩვენთვის მიუღებელია ტელეკომპანია “იმედში” დარჩენა, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური თავისუფლებაც კი შეიძლება არასწორად იქნეს გამოყენებული. სწორედ ამიტომ ვტოვებთ ტელეკომპანია “იმედს”,- აღნიშნნული იყო განცხადებაში, რომლის სრული ტექსტი “ტელეიმედის” გადაცემა “დროების” პროდიუსერმა რუსუდან ცხომელიძემ წაიკითხა. ჟურნალისტებმა ითხოვეს, რომ მათ ნაბიჯს ერ მიეცეს პოლიტიკური ინტერპრეტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები