პარლამენტმა კახა ბენდუქიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სახელით კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. დეპუტატებმა კახა ბენდუქიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
“თქვენი სახელით მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. კახა გახლდათ არაორდინალური პიროვნება, რომლის ღვაწლს და საქმიანობას მომავალი კიდევ უფრო გამოაჩენს”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ბენდუქიძეს გულის ოპერაცია შვეიცარიაში გაუკეთეს, 3 სტენდი ჩაუდგეს, მოგვიანებით, კი ინგლისში გადაიყვანეს. ის ლონდონში გარდაიცვალა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=EYPCoPvBFRU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები