ინციდენტი ქუთაისის პარლამენტთან – აქციის მონაწილემ საკანონმდებლო ორგანოს მინა ჩაამსხვრია

ქუთაისის საკანონმდებლო ორგანოსთან ინციდენტი მოხდა. პარლამენტთან იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები აქციის გამართვას გეგმავდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტის ვიტრინას ქვა ესროლა და მინა ჩაამსხვრია.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი იპოთეკით დაზარალებული არ არის.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბრალდებული დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან სიმშვიდეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები