დავით შავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს ჰენრი კერალსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
შეხვედრაზე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობაზე იმსჯელეს.
ამ ეტაპზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი დადიზაინი მომზადდა.
შეხვედრას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები