“სოლიდარობის ფონდსა” და სამედიცინო ცენტრ “ლანცეტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

“სოლიდარობის ფონდსა” და სამედიცინო ცენტრ “ლანცეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
“სოლიდარობის ფონდის” ინფორმაციით, მემორანდუმის საფუძველზე კლინიკა “ლანცეტის” ადმინისტრაცია აქტიურად დაუჭერს მხარს სოლიდარობის ფონდის ინიციატივას და ხელს შეუწყობს საზოგადოებისათვის ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზაციას.
მათივე ინფორმაციით, ხელმოწერის ღონისძიება კლინიკის შენობაში გაიმართა, რომელსაც სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, კლინიკა “ლანცეტის” დირექტორი ფარმან ჯეირანლი და ასევე კომპანიის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სოლიდარობის ფონდში რესურსების მობილიზაციისა და პროგრამების გაფართოებისთვის, რომლის შედეგადაც 2015 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობებისა და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების დახმარება გახდება შესაძლებელი.
2014 წლის 14 ნოემბრის მონაცემები, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა უკვე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 37 ბავშვისა და ახალგაზრდის 913,000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები