კლიჩკო: ბენდუქიძის გარდაცვალება – დიდი დანაკარგია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვისაც

მწუხარება კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გამოთქვა.
„მე მასთან ნაცნობობის ბედნიერება მხვდა წილად. ჩვენ არაერთხელ შევხვედრილვართ, კიევის, უკრაინის პერპექტივებს განვიხილავდით. ისეთებზე, როგორიც კახა იყო, ამბობენ: ადამაინი განსაკუთრებული ხედვით. ის მომხდარის საერთო სურათს მოიცავდა, და არა პატარა დეტალებს, ამუშავებდა რეფორმების მკვეთრ და თამამ გეგმებს. იყო არა მარტო ბრწყინვალე თეორეტიკოსი ეკონომიკაში, არამედ უფრო წარმატებული პრაქტიკოსი. საქართველო რევოლუციური გარდაქმნებით, რომლებიც ქვეყანაში მოხდა, სწორედ მისგანაა დიდად დავალებული. და კიდევ კახა ბენდუქიძე უკრაინის დიდი მეგობარი იყო და გულწრფელად განიცდიდა იმას, რაც ჩვენთან ხდება, დახმარებას ცდილობდა. მისი წასვლა, დიდი დანაკარგია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვისაც“, – აღნიშნა კლიჩკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები