პოროშენკო ბენდუქიძეზე: ის დიდი ცვლილებების მამოძრავებელი ძალა იყო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, რუსმა ოპოზიციონერმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ და სხვებმა კახა ბენდუქიძის სიკვდილთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს.
პოროშენკომ ტვიტერში უკრაინელი ხალხის სახელით მიუსამძიმრა კახა ბენდუქიძის ნათესავებს და ახლობლებს, ასევე იმ მილიონობით ადამიანს, რომლებისთვისაც ბენდუქიძე იყო და დარჩება დიდი ცვლილებების მამოძრავებელ ძალად.
„კახას 3 დღის წინ შევხვდით. მან ახლახან დაიწყო სიარული ოპერაციის შემდეგ. წავიდა კარგი ადამიანი და კეთილი მეგობარი. ეს მტკივნეული და მწარეა“, – დაწერა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები