მერიის თანამშრომლებს ტესტირების ხელმეორედ ჩაბარების საშუალება მიეცემათ

მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ატესტაციის პირველი ეტაპი ვერ გაიარეს, საშუალება ექნებათ გამოცდა ხელმეორედ ჩააბარონ. დედაქალაქის მერის განმარტებით, ვაკანტურ ადგილებზე კონკურის უახლოესი ათი დღის განმავლობაში გამოცხადდება.
„თანამშრომლებს, რომლებმაც ვერ გაიარეს ატესტაცია, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. კონკურსი დაახლოებით 10 დღეში გამოცხადდება იმ ვაკანტურ ადგილებზე, რომელიც ატესტაციის შედეგად დარჩა თავისუფალი,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები