სასწრაფო – სამედიცინო ცენტრი ბრალდებას პასუხობს

რუსთავში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს. ცენტრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ხარაშვილი აცხადებს, რომ გამოძახება 09 საათსა და 42 წუთზე სოფიო ყოლბაიამ დააფიქსირა. 09 საათსა და 45 წუთზე კი ბრიგადა გავიდა და 09 საათსა და 51 წუთზე უკვე ადგილზე იყო. მისი თქმით, სამწუხაროდ, მათ ადგილზე 2 გარდაცვლილი დახვდათ.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილების მეზობლები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების სამსახურს დაგვიანებაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები