დავით შავლიაშვილი სარფის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის სარფის 2 კმ-მდე სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი, ქვისცვენის საწინააღმდეგო და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ყოველდღიურად საშუალოდ, 15000 მანქანა მოძრაობს.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად გაეცნო.
შტორმული ტალღების ზემოქმედების შედეგად, გზის ქვედა ფერდი გამოირეცხა, რაც საფრთხეს უქმნის ავტოტრანსპორტსა და მგზავრებს. ასევე პრობლემას წარმოადგენს 932-მეტრიანი კლდოვანი ნაწილი, რომელზეც ინტენსიური ქვისცვენა მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ქვისცვენის შესაჩერებლად, კლდეზე სპეციალური დამცავი ბადის, სანაპიროს მთელ სიგრძეზე ქვანაყარი ბერმისა და 8500 ერთეული 10-ტონიანი ტეტრაპოდის მოწყობა მიმდინარეობს; სანაპირო ზოლის გამაგრებისა და ქვისცვენის საწინააღმდეგო ბადის მონტაჟის შედეგად, ტერიტორია დაცული და უსაფრთხო გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე საერთაშორისო გადამზიდავებისა და უცხოელი მგზავრებისთვის. სამუშაოებზე 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. მნიშვნელოვანია, რომ ნაპირგამაგრებისას გამოყენებული მასალა, ტეტრაპოდები ადგილობრივი წარმოებისაა. პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშემენლო კომპანია“ ახორიციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები