მეზობლების ინფორმაციით, რუსთავში მომხდარი ტრაგედიის დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დააგვიანა

რუსთავში გარდაცვლილი გაბელაიების მეზობლები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ბავშვი ცოცხალი იყო, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაიგვიანა.
“გაბელაიებს ბინა 2010 წელს მეორე სართულზე მისცეს, გაჭირვების გამო, ეს ბინა იპოთეკით დატვირთეს, პროცენტის გადახდის საშუალება რომ არ ჰქონდათ, ამის გამო მერე დააგირავეს და ამ ფულით იპოთეკის თანხა გაასწორეს ბანკში. სხვენი კი, სადაც ცხოვრობდნენ, ახლახან თავისი ხელით გაარემონტა ოჯახის უფროსმა. ოჯახს დევნილთა დახმარების თანხის გარდა, სხვა არაფერი ჰქონდა. ნიკოლოზ გაბელაია ხელოსანი იყო, ოჯახის რჩენის მიზნით დროებით ხან სად მუშაობდა, ხან სად. გაზის და წყლის გამათბობლები შარშან ზამთარს თავად დაამონტაჟა. კარგად ესმოდა ეს საქმე, ხელოსანია და თავად ამონტაჟებს ამ გამათბობლებს, ამ შემთხევაში რა მოხდა, არ ვიცით. დილით მამამ დაუკაკუნათ, კარი რომ არ გააღეს, ცულით დაამტვრია, შევიდნენ და საშინელება იყო. სასწრაფომ დააგვიანა, უფროსი ბავშვი ჯერ კიდევ სუნთქავდა, ეგებ არც შველოდა არაფერი, მაგრამ თავის დროზე რომ მოსულიყო სასწრაფო, იქნებ გადაარჩენდნენ,”- აცხადებს გაბელაიების მეზობელი ფატიმა დარსალია.
ტრაგედია რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მოხდა. ცოლ-ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი – 2 წლის და 10 თვის ბავშვები გაზის ნამწვის საცხოვრებელ ფართში დაგროვების შედეგად დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები