ვინ დაიკავებს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს? – პარლამეტში მომავალ კვირაში იმსჯელებენ

საკითხზე, თუ ვინ დაიკავებს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს, მმართველი გუნდი მომავალ კვირაში იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით საგანელიძის განცხადებით, უმრავლესობა ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გადაყენების საკითხზე იმსჯელებს. მისი განმარტებით, აბაშიძის პოსტზე დარჩენით კანონი დაირღვევა.
„ზურა ბაშიძის გათავისუფლება რომც არ გვინდოდეს და ეს არ გვქონდეს გადაწყვეტილი, დავარღვევთ რეგლამენტს, რადგან რეგლამენტი პირდაპირ ამბობს, რომ არსებობს კვოტა, რომელიც უმრავლესობისაა. ბატონი ზურაბი აღარ არის უმრავლესობის წევრი“, – განაცხადა საგანელიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერის პოსტზე დეპუტატ გია ვოლსკის კანდიდატურა განიხილება, თუმცა თავად ვოლსკიმ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
„ამ საკითხზე მმართველ გუნდში მომავალ კვირაში იმსჯელებენ. ჩემი კანდიდატურა არ განიხილება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები