ზუგდიდში მთავარი ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.
2 კმ-იანი რეაბილიტირებული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა მოინახულა. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ხუბულავას ქუჩა ზუგდიდში ყველაზე დიდი- 2 კილომეტრიანი ქუჩაა.
სამინისტროს ინფორმაციით, ქუჩაზე გზის საფართან ერთად, გაკეთდა სანიაღვრე სისტემები. ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, ზუგდიდის მოსახლეობას ხუბულავას ქუჩით გადაადგილება პრობლემას წლების განმავლობაში უქმნიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობენ.
აღნიშნული გზა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ანაკლიასთან, განმუხურთან და კიდევ 5 სოფელთან აკავშირებს. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები