მაია ფანჯიკიძე ყოფილ კოლეგებზე: ნამდვილად არ დავჯდებოდი ჩუმად…

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ნაწყენია მთავრობის წევრების უყურადღებობისა და სიჩუმის გამო. როგორც ყოფილმა მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს გადაცემაში „არჩევანში“ განაცხადა, ის გაოცებულია ყოფილი კოლეგების რეაქციით. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა, არც ის და არც ალექსი პეტრიაშვილი კოლეგებს არ მოუკითხავთ.
„ადამიანურად 2 წლის მანძილზე შენს გვერდზე სხედან ადამიანები, რომელთან ერთადაც ბევრი რამ გაგიკეთებია და მშვიდად ისმენ პრემიერის იმ შეფასებებს, რაც გააკეთა მან მთავრობის სხდომაზე. მე ვიცი, რა რეაქცია მექნებოდა, როგორ შეიძლება ასე მშვიდად მოისმინო ასეთი სიტყვები იმ ადამიანებზე, რომელთან ერთადაც იბრძოდი “ნაციონალების” წინააღმდეგ. მე ამას ურეაქციოდ ნამდვილად არ დავტოვებდი და ვიკამათებდი პრემიერთან,“ – აცხადებს მაია ფანჯიკიძე.
ამასთან, მაია ფანჯიკიძემ კომენტარი გააკეთა, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ თითქოს-და მან თანამდებობიდან გადადგომის დროს სახელმწიფოებრივი ინტერესი არ გაითვალისწინა. „რასაკვირველია ირაკლი ალასანია არის ჩემი ოჯახის წევრი, მე ვამაყობ ჩემი ოჯახის წევრით, განსხვავებით სხვებისგან, რომლებმაც, ეს ყველაფერი ასე მარტივად მოისმინეს. მაგრამ, ეს რომ ყოფილიყო სხვა მინისტრზე, რომელსაც მე კარგად ვიცნობ, მე 25 წელია ირაკლი ალასანიას ვიცნობ, ასევე კარგად ვიცნობ სხვა კოლეგებსაც. მე, რომ სხვა კოლეგებზე იგივე მომესმინა და თუ ზუსტად ვიცი ვინ არის, სად იბრძოდა, როგორ იბრძოდა, რა წვლილი აქვს ჩვენს გამარჯვებაში და ასეთი ლანძღვა მომესმინა, ასეთ შემთხვევაშიც ურეაქციოდ ამას არ დავტოვებდი. აუცილებლად ვიკამათებდი ამ საკითხზე და ნამდვილად არ დავჯდებოდი ჩუმად აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები