გიორგი ვოლსკი ექს “ნაციონალების” უმრავლესობაში გადასვლასთან დაკავშირებით უხერხულობას ვერ ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ყოფილი “ნაციონალების” უმრავლესობაში გადასვლასთან დაკავშირებით უხერხულობას ვერ ხედავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრმა დღეს განუცხადა. “უხერხულობას შექმნის ის, რომ პარლამენტში არ იყოს უმრავლესობა და საკითხები, რომლებიც საზოგადოებისთვის არის საგანგებო მნიშვნელობის, თუნდაც ბიუჯეტის თემა, დარჩეს ჰაერში გამოკიდებული; ეს შექმნიდა უხერხულობას. დანარჩენი – ყველა შემოსული თავის თავს თავისი საქმით გამოავლენს და ამის მთავარი შემფასებელი იქნება საზოგადოება. საზოგადოების წინაშე ვალი ძალიან ბევრს გვაქვს, მათ შორის მათაც ვინც ახლა შემოუერთდა უმრავლესობას”, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები