გუბერნატორებს შორის ყველაზე მეტი პრემია ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიიღო

2013 წელს, ყველაზე დიდი რაოდენობა – 36 445 ლარი სახელფასო დანამატი კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიცა. გუბერნატორებს შორის პირველია – კახეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ზურაბ ჭიაბერაშვილზე გაცემულია სახელფასო დანამატი 26 200 ლარი – ამის შესახებ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
ამავე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ამის შემდეგ, დარიცხული პრემიების თანხის ოდენობით, მეორე ადგილს ქვემო ქართლის გუბერნატორი მამუკა ჩიქოვანი – 10 500 ლარით და იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე – 10 000 ლარით ინაწილებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები