ბედუკაძე სუბარს – ერის სახელით მერაბიშვილს პირად საქმეში მადლობა გამოუცხადეთ

  ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე იმ ქართულ ტელეკომპანიებს აკრიტიკებს, რომლებსაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენები “დაავიწყდათ“, უკრაინის მოვლენებს კი აშუქებდნენ და განწირული ხმით კომენტირებდნენ, – ამის შესახებ ლადო ბედუკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ბედუკაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას“ და “ნაცტელევიზიებს“ ამ თემით მანიპულირების უფლება არ აქვთ.
“ეს დარბევა (ვისთვის კონსტიტუციური წესრიგის დამყარება) – არც მიშას ბრალი ყოფილა, არც ვანოსი და არც გრიშასი…უბრალოდ, თურმე სპეცრაზმელების თავნებობამ გამოიწვია რამდენიმე ათეული დაშავებული, რამდენიმე დაღუპული!.. თავნებობისთვის სათანადოდ დასჯილან კიდეც ზოგიერთნი!.. ნაცსექტანტური ტელევიზიები წუხელ მთელი ღამე ევრომაიდანს აშუქებდნენ და განწირული ხმით კომენტირებდნენ, წუხდნენ დამოუკიდებელი ტელევიზიის დახურვის გამო… წუხდნენ ათეულობით მსხვერპლის გამო.. წუხდნენ მტარვალი პრეზიდენტის უგუნური ქმედების გამო.. ამ წუხილში კი რატომღაც “ავიწყდებოდათ” საკუთარი ქვეყნის უახლოესი წარსული! მართლაც, სამწუხაროა, როცა ქვეყანას გარეშე, უცხო, მესამე ძალა (არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინაა) მართავს და ხალხს უბრალოდ საზარბაზნე ხორცად, მარიონეტად იყენებს… ხსოვნა, თითოეული ადამიანის, ვინც რწმენით, საკუთარი ქვეყნის სიყვარულის განცდით შეეწირა ამ ტრაგიკულ მოვლენებს! სამწუხაროა, როცა ადამიანები ადამიანების სისხლით იმყარებენ თანამდებობებს!.. სამწუხაროა, მაგრამ რა უფლება აქვს ამ თემით იმანიპულიროს ძალამ, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ ჯოჯოხეთი მოუწყო საკუთარ ერს და დღესაც ურცხვად ამტკიცებს, რომ ეს დარბევები, მკვლელობები ისევ და ისევ ჩვენი კეთილდღეობისთვის ყოფილა გამიზნული, მაგრამ თურმე ჩვენ დღემდე ვერ მივხვედრილვართ ამას!.. მადლობა, ჩენზე ასე უანგაროდ მზრუნველ, ჩვენზე ზრუნვით ფიქრებში მრავალ ღამენთევ, უკვე მთავარ ჟოპოზიციურ ძალას – ნაც.მოძრაობას! ბატონ სუბარს: უმორჩილესად გთხოვთ დაავალოთ სოციალურ სამსახურს, მთელი ერის, განსაკუთრებით 7 ნოემბერსა და 26 მაისს დაზარალებულების სახელით მსჯავრდებულ ი. მერაბიშვილს გამოუცხადოთ მადლობა პირად საქმეში შეტანით!“,- წერს ბედუკაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები