გამყოფ ხაზთან მდებარე სკოლები 2 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ

  ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების ფინანსური დახმარების პროგრამისთვის 2014 წელს 2 255 000.00 ლარია განსაზღვრული – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისვე თქმით, 2013 წლის განმავლობაში განხორციელდა: ზოგადი განათლების ხელშეწყობის, სახელმძღვანელოების, განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამები. სხდომაზე გიგაურმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლის დაფინანსების შესახებაც ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები