საქართველო ძალადობის პრევენციის მიმართულებით ამერიკასთან ითანამშრომლებს

საქართველო ძალადობის პრევენციის მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს, 25 ნოემბრიდან კი პოლიციის აკადემიაში ოჯახში ძალადობის თემატიკაზე ლექციების კურსი დაიწყება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ პოლიციის აკადემიაში, სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსის გახსნაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი დაესწრო.
“ეს თემა მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის. ლექციების მონაწილეებს კოლეგები ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოცდილებას გაუზიარებენ. ძალადობის პრევენციის მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ”, – განაცხადა იზორიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა შსს-ის აკადემიაში სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსი საზეიმოდ გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები