ივანიშვილი ღარიბაშვილის განცხადებებს ალასანიაზე ემოციურ ფონზე გაჟღერებულს უწოდებს

  განცხადებები, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აბსოლუტურად მიუღებელი იყო, შეეშალა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ექსპრემიერის თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება სპონტანურად იქნა მიღებული.
“პრემიერი ძალიან ძლიერი პიროვნება, ძალიან ძლიერი პრაქტიკოსი, მაგრამ არის გამოუცდელი, თუნდაც ეს განცხადებები, რაც გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აბსოლუტურად მიუღებელი იყო, შეეშალა. ემოციებს უნდა მოთოკვა, აქ აჩვენა, რომ პოლიტიკურად ნაკლები პრაქტიკა აქვს გავლილი, ეს გამომჟღავნდა, მაგრამ არის ძალიან გულწრფელი, ძალიან ეფექტური, ძალიან ენერგიული, 24 საათი მუშაობს. მეც ვუწუნებ პოლიტიკურ სიმწიფეს, ასეთი ტონით შენ ყოფილ მეგობრებს არ უნდა ელაპარაკო. მეც მქონია, ისეთი აქცენტები გაკეთებული, რაც არ იყო არასასიამოვნო, მაგრამ ირაკლის ახალგაზრდობით უფრო მეტი შეეშალა ახლა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “მოამბესთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები