“დაეხმარეთ ბატონ სოსოს, გაარკვიეთ, სად არის კვეთა ჯანელიძესა რუსეთს შორის და რა შუაშია ეს ეჭვი“

    არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ყოფილ პრემიერმინისტრს, ექსპერტის მიერ თავდაცვის ახალ მინისტრის მიმართ გაკეთებული განცხადება უსაფუძვლოდ მიაჩნია. ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, იგი თავდაცვის ახალ მინისტრს კარგად არ იცნობს.

„როდესაც ცისკარიშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას და არ აცხადებს საფუძველს. ჩემთვის უცნობია, სად აქვს კვეთა ჯანელიძეს რუსეთთან. სად იყო ჟურნალისტი? რის საფუძველზე აკეთებს ბატონი სოსო ამ განცხადებას? მე პირადად ცუდად ვიცნობ თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს, მხოლოდ ერთხელ შევხდი და ძალიან არ მომწონს ეს განცხადება. სხვათაშორის მარტო პოლტიკოსების ანალიზს არ გავაკეთებთ ჩვენ, ბევრ ექპერტებს დავუგროვეთ მათი გამონათქვამები და მათ გამონათქვამებს შევახსენებთ, რისი ექსპერტები არიან.
სხვათაშორის, როდესაც გიორგი მარგველაშვილი და ნინო ბურჯანაძე დავაპირისპირეთ, დედას იფიცებოდნენ, რომ მეორე ტური იქნება, ექპერტმა ექპერტიზა უნდა გაამართლოს. რასაც უნდა იმას ამბობენ, ეს არ არის ექსპერტიზა. ექსპერტს უნდა ჰქონდეს დასაბუთებული, თუ რას ამბობს და როგორ აკეთებს. განცხადებებს აკეთებენ და მას ანგარიშს არ უწევენ, ყველა დოსიეს დავალაგებთ, ვინმეს კი არ ვემუქრები, პირიქით, მინდა, რომ მეტი პასუხისმგებელი იყვნენ საკუთარ განცხადებს ყველა ექსპერტად წოდებული თუ ჟურნალისტად წოდებული. ყველამ პასუხი აგოს საკუთარ პოზიციაზე – რა თქვა გუშინ, რა თქვა გუშინწინ, რას ამბობს დღეს. რამდენად შეიძლება მას ეწოდეს ექსპერტი. როდესაც დაჟინებით იძახის მეორე ტურია და არავის აზრად არ ჰქონდა, რომ მეორე ტურია და არც ყოფილა. მე არ ვიცი ბატონ სოსოს რა ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ დაეხმარეთ ბატონ სოსოს და გაარკვიეთ, სად არის კვეთა ჯანელიძესა რუსეთს შორის და რა შუაშია ეს ეჭვი, “ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტმა თავდაცვის ახალი მინისტრს მინდია ჯანელიძეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ვარდიკო ნადაბაიძის მემკვიდრე უწოდა. მისი თქმით, მინდია ჯანელიძე პოსტზე რუსეთის საამებლად დაინიშნა. სოსო ცისკარიშვილის აზრით, მინდია ჯანელიძე ჩეკისტია და კრემლის საამებლად არის დანიშნული. ექსპერტმა, თავდაცვის ახალ მინისტრის შესახებ განაცხადა, რომ იგი კგბ-ს მსგავს სტრუქტურებში საქმიანობდა.
“ძალიან საინტერესოა, ირაკლი ღარიბაშვილმა რა პრინციპით და ვისი რეკომენდაციით დანიშნა, ბატონი ჯანელიძე ჯერ კონტრდაზვერვის შეფად და შემდეგ უსაფრთხოების საბჭო ჩააბარა, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან საფრთხის შემქნელია“, – აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები