“ვეჭვობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც აგრძელებს მოსმენებს“

      საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსმენებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. ის ეჭვობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც აგრძელებს საზოგადოების მოსმენებს. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, როდესაც შეხვედრა დაიგეგმა პრემიერსა და ალასანიას შორის, 15 წუთში იმ ადგილზე „რუსთავი-2“ კამერებით მივიდა. „დამირეკა ირაკლიმ, შევთახმდით შეხვედრაზე, ზუსტად 15 წუთში მოვიდა, „რუსთავი-2“-მა საიდან გაიგო ჩვენი შეხვედრის შესახებ, როდესაც მე და ირაკლიმ ვიცოდით შეთანხმების დრო? 15 წუთში ალასანიაც მოვიდა და „რუსთავი-2“ კამერებით. მე ეჭვი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც აგრძელებს მოსმენებს. ამის შესახებ ეჭვი ადრეც გამოვთქვი, როდესაც ახალ სატელევიზო პროგრამასთან, აბსოლუტურად მოუთელავ პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ სატელეფონო საუბარი მქონდა და ამ დროს ჟორჟოლიანს გამოაქვს და ფეისბუქზე დებს ამ ინფორმაციას. იქაც აღმეძრა ეჭვი … საიდან გავიდა ეს?“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები