გიორგი ბადაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

  საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი მოადგილესთან გიორგი გოგაძესთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ოვანეს მანუკიანს და მინისტრის მოადგილეებს – არმან ტატოიანს და არსენ მკრტჩიანს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც სტუმრებს პროკურატურის სტრუქტურა, ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის თავისებურებები გააცნეს. სომხეთის იუსტიციის მინისტრი ასევე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დაინტერესდა. სტუმრებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.
ამასთან, განხილული იქნა სომხეთის კომპეტენტურ საგამოძიებო უწყებებთან საქართველოს მთავარი პროკურატურის მომავალი თანამშრომლობის საკითხები. სომხეთის იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა არსებული ურთიერთობის გაღრმავების შესახებ და საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში სტუმრად მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები