პროკურატურის თანამშრომლები პროფესიული ეთიკისა და იურიდიული განათლების საკითხებზე კონფერენციას დაესწრნენ

  საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა“ და USAID-ის პროექტის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერება“ მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაში, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ ჩატარდა, მონაწილეობას ასევე ადვოკატთა ასოციაციისა და სასამართლოს წარმომადგენლები იღებდნენ.
კონფერენცია პროფესიული ეთიკისა და იურიდიული განათლების საკითხებზე მოეწყო, სადაც მონაწილეებმა ეთიკის სტანდარტებზე პროფესიათა შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საერთო ეთიკური პრინციპების ჩამოყალიბების გზით ეფექტური, ობიექტური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფა.a

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები