დავით უსუფაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობას დაესწრება

მე არ ველი, რომ ირაკლი ალასანია ყრილობაზე რამე ისეთს იტყვის, რომ საქართველო გაბრწყინდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციის” ეთერში განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ის „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე მისვლას აპირებს, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე.
„არ მგონია, რომ ხვალ იმაზე მეტი სიახლე მოხდეს, რაც არ მომხდარა ამ დღეების მანძილზე. მე არც იმას ველი, რომ ირაკლი ალასანია ყრილობაზე რამე ისეთს იტყვის, რომ საქართველო გაბრწყინდება. ყრილობა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. ირაკლი ალასანიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი ორი წლის წინ დატოვა, ახლა პარტიას გადაწყვეტილი აქვს და წინასწარ გაცხდადდა, რომ იგი პარტიის ლიდერობას უბრუნდება. მეც დავტოვე ეს პოსტი, მაგრამ მე არ ვაპირებ დაბრუნებას.
ალბათ ყრილობაზე მივალ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, იმიტომ რომ კოლეგები არიან, მაგრამ ჩემი მისვლით თუ არ მისვლით არანაირი შორსმიმავალი დასკვნების გაკეთებას არ ვურჩევ არავის. თუ არ მივედი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე გაბუტული ვარ ვინმესთან ან თუ მივედი, ეს ნიშნავს იმას, რომ ვინმე სხვასთან ვარ გაბუტული “, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები