მოჩვენება ბრიტანეთის ერთ-ერთ ბარში

  ბრიტანეთის ერთ-ერთ უძველეს ბარში სათვალთვალო კამერამ მოჩვენება დააფიქსირა. ბარ “Ye Olde Man”-ის მფლობელმა ტონი დულიმ ეს ვიდეო ინტერნეტში ატვირთა, – წერს “The Bolton News”. ვიდეოში, რომელიც დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში გრძელდება, მოჩანს ბარის მაგიდა, რომლის გვერდითაც მამაკაცი მოჩვენების სილუეტი ჩნდება და ქრება.
ვიდეო 2014 წლის 14 თებერვალს არის გადაღებული. მანამდე, 2013 წლის დეკემბერში ბარის მფლობელი ტონი დული მეგობრებს მოუყვა, რომ ის დილით სარკის გატეხვის ხმამ გამოაღვიძა. “ადრე მოჩვენებების და მსგავსი რაღაცების არ მჯეროდა, თუმცა ახლა მჯერა”, – განაცხადა დულიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები