იანუკოვიჩისა და კლიჩკოს მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

    უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაში მოლაპარაკება უკრაინის ოპოზიციის ლიდერებსა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ვიქტორ იანუკოვიჩს ვიტალი კლიჩკო შეხვდა. ინფორმაცია პარტია “უდარის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თავად ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ იანუკოვიჩი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე არაადეკვატურად რეაგირებს. მისი თქმით, პრეზიდენტი ევრომაიდანს წინააღმდეგობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და განიარაღებას სთხოვს. კლიჩკომ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რომელ იარაღზე საუბრობს პრეზიდენტი. იანუკოვიჩის პრესსამსახურს მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები