ბოლო მონაცემებით, უკრაინაში 21 ადამიანია გარდაცვლილი
კიევის ცენტრში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21 -მდე გაიზარდა. უკრაინის შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 11 მილიციელია, დაკავებულია 50-მდე აქტივისტი. დაშავებულთა დიდ რაოდენობას კი დედაქალაქის საავადმყოფოები ვერ იტევს. ექიმების თქმით, პაციენტებს იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვთ.