უკრაინაში ჟურნალისტი გარდაიცვალა
მაიდანზე დარბევისას დაჭრილი ჟურნალისტი ვიაჩესლავ ვერემი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც უკრაინული მედია წერს, იგი გაზეთ “ვესტის” კორესპონდენტი იყო. გამოცემაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, წუხანდელი დარბევის დროს 27 ჟურნალისტია დაშავებული.