ქარელის რაიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 მილიონ ლარს მიიღებს
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ქარელის რაიონი წელს 2 მილიონ ლარამდე დაფინანსებას მიიღებს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს მუნიციპალიტეტი თანხას მდინარე ძამის კალაპოტის გამაგრების და ქუჩების მოასფალტების სამუშაოებზე დახარჯავს. ქარელის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას პროექტები განსახილველად უკვე წარუდგინა და კომისიამ მისი დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. ქარელის რაიონს, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებს, მეორე ეტაპზე დამატებითი პროექტებიც დაუფინანსდება. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.