,,საქართველოს რკინიგზის“ მაღალჩინოსანი დააკავეს

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ უღელტეხილის სალიანდაგო სამმართველოს უფროსის მოადგილე მერაბ გოგალაძე და შპს „ჩინეთის რკინიგზის“ 23-ე ბიუროს ინჟინერი გრიგოლ ი. კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს გამოძიებამ დაადგინა, რომ მერაბ გოგალაძე თავისი სამსახურებრივი ვალდებულების დარღვევით, მისივე სამოქმედო ტერიტორიაზე, სალიანდაგო ხიდის ქვეშ სამუშაოების წარმოებისა და სილიკომანგანუმის უკანონოდ მოპოვების ნებართვების სანაცვლოდ, გრიგოლ ი-ს დახმარებით, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 15 000 აშშ დოლარი. გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები