"ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველგან მზად არის 50%-იანი ბარიერის გადასალახად“
ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველგან მზად არის 50%-იანი ბარიერის გადასალახად, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა. ნარმანია თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტურის ალბათობას გამორიცხავს. “ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველგან მზად არის 50%-იანი ბარიერის გადასალახად. პრობლემა არც ადრე არსებობდა, უბრალოდ ამ საკითხს გარკვეული პოლიტიკური განხილვა და შესაბამისი კონსენსუსის მიღწევა სჭირდებოდა. მიღწეულია კონსენსუსი, გადაწყვეტილება მიღებულია და დემოკრატიული არჩევნების წინაშე ვდგებით. დედაქალაქის გარდა, არსად ბარიერი არ არსებობდა, და ახლა ყველგან იარსებებს, დედაქალაქში იყო 30%-იანი და იქნება 50%-იანი, რაც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მეორე მხრივ, უაღრესად აქტუალური საკითხია, რამდენადაც პოლიტიკური ძალები უფრო მეტად მობილიზებული უნდა იყვნენ ამისთვის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, მეორე ტური არ იქნება.