დუბაის აეროპორტში დრონით თავდასხმის გამო ფრენები შეჩერდა

დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან, დრონით თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა,- ამის შესახებ ემირატების მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა.

„დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს დრონის ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი საწვავის ავზი დაზიანდა. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები ხანძრის ქრობის სამუშაოებს აწარმოებებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლების ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

“როიტერის” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს, ირანმა სპარსეთის ყურეზე თავდასხმები დაიწყო, ეს ინციდენტი მესამე შემთხვევა იყო დუბაის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო კვანძია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები