პეზეშკიანი: ირანი მშვიდობის ერთგულია, თუმცა ამერიკისა და ისრაელისგან მტკიცე გარანტიებია საჭირო
თეირანი რეგიონში მშვიდობის მომხრეა, თუმცა მომავალში აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან თავდაუსხმელობის მტკიცე გარანტიებია საჭირო,- ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერთგულება რეგიონში მშვიდობის მიმართ. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მტკიცე საერთაშორისო გარანტიების მიცემა, რომ აგრესია მომავალში აღარ განმეორდება“, – ნათქვამია მის განცხადებაში.