მედია: Netflix-ს რუსეთში სერიალ Stranger Things-ის ორი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს

ამერიკულ სტრიმინგ სერვისს Netflix-ს რუსეთში სურს სერიალ Stranger Things-ის ორი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დოკუმენტების მიხედვით, განაცხადები უწყებაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. განმცხადებლად მითითებულია კომპანია Netflix Studios.

თუ Stranger Things-ის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია წარმატებით დასრულდება, კომპანიას რუსეთში შეეძლება გაყიდოს მობილური ტელეფონების, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის აქსესუარები, ასევე, ბეჭდური და საკანცელარიო პროდუქცია, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაულები, ვიდეოთამაშები, ასევე შესთავაზოს გასართობი მომსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები